მელ გიბსონი 16 წლის ქალიშვილთან, ლუსიასთან ერთად ლოს-ანჯელესში შენიშნეს. 70 წლის მსახიობი და მისი ქალიშვილი ვესტლეიკ ვილიჯში, იტალიურ რესტორან Mediterraneo-ში ვახშმობისას დააფიქსირეს.

მათი ურთიერთობის დასრულებას სასამართლო დავა და არაერთი სკანდალი მოჰყვა. გრიგორიევამ გიბსონი ძალადობაში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი მედიაში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რამაც მსახიობის რეპუტაციასა და კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. გიბსონმა იურიდიულ დოკუმენტებში აღიარა, რომ გრიგორიევას ლუსიასთან დაკავშირებული კამათის დროს ხელი დაარტყა.


მეურვეობის საკითხზე დავა 2011 წელს შეთანხმებით დასრულდა. მიუხედავად ხმაურიანი პროცესისა, გიბსონი ქალიშვილთან ურთიერთობას წლების განმავლობაში ინარჩუნებდა და მის აღზრდაზე არაერთხელ უსაუბრია.
გიბსონის პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსახიობს სულ ცხრა შვილი ჰყავს. უმცროსი ვაჟი, ლარსი, 2017 წელს მსახიობისა და სცენარისტის როზალინდ როსისგან შეეძინა.

რაც შეეხება კარიერას, გიბსონი ცოტა ხნის წინ აშშ-ში დაბრუნდა. იტალიაში მისი 2004 წლის ფილმის, „ქრისტეს ვნებების“, გაგრძელების გადაღებები დასრულდა. „ქრისტეს აღდგომა“ ორნაწილიანი ფილმი იქნება და მისი გამოსვლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება.