ავტორი:

მსახიობ თათია თათარაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება - "ის მარტოხელა დედაა... შვილთან ერთად უსახლკაროდაც რჩება"

მსახიობ თათია თათარაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება - "ის მარტოხელა დედაა... შვილთან ერთად უსახლკაროდაც რჩება"

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს თათია თათარაშვილს, რომელსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას მისი კოლეგები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"გულწრფელი და მტკივნეული თხოვნით მოვედი თქვენთან ჩვენს საყვარელ მეგობარსა და ახალგაზრდა კოლეგას, თათია თათარაშვილს, ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა. იმისთვის, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი და სწორად დაიგეგმოს მკურნალობა და ოპერაციის შემდგომი ეტაპები, თათიას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამგზავრება. თათია არის ძალიან მშრომელი, უბოროტო და საოცრად წესიერი ადამიანი. ის მარტოხელა დედაა და დღეს ჯანმრთელობის ამ მძიმე პრობლემასთან ერთად კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას — გარკვეული მიზეზების გამო შვილთან ერთად უსახლკაროდაც რჩება.

ძალიან გვიჭირს იმის ყურება, როგორ უწევს ერთ ადამიანს ამდენი ტკივილის ერთდროულად ტარება. ამიტომ ამ ბრძოლაში თათიას მარტო ვერ დავტოვებთ.გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ ის სოლიდარობა, რითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩევა. ვისაც რამდენის შესაძლებლობაც გაქვთ — თუნდაც მცირე თანხით — დავეხმაროთ, რომ მან შეძლოს საჭირო მკურნალობის დაწყება და ამ რთულ გზაზე გავხდეთ მისთვის იმედი და ნუგეში.გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს ყველა სიკეთე, რომელსაც დღეს თათიასთვის გავაკეთებთ, ასმაგად დაგიბრუნდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს" - წერს თათული ედიშერაშვილი.

მიმღები - თათია თათარაშვილი

GE31TB7232045064300007თიბისი

GE58BG0000000581128803 - საქართველოს ბანკი