მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას რას ეტყვის პუტინს, ან პუტინი რას ეტყვის მას.
„საქმე სიტყვებს არ ეხება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.