ხუდადოვზე მოკლული, 17 წლის მოკლული დავით ნარიმანიძის დეიდა, თეა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დასრულდა ჩემი სიცოცხლე დღეიდან. ჩემოო. როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება, დეი, ავკუწავ შენზე ხელის ამწევს. ჩემო ლამაზო ბიჭოო. დასრულდა ჩემი სიცოცხლე დღეიდან“,- წერს დეიდა.
ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.