"შვილის დაკარგვით გამოწვეული დიდი ტკივილის მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სულის სიმტკიცეს, უფლის რწმენასა და სასოებას, დღეს კი თავად შეუერთდა მარადიულობას" - საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პატრიარქი თბილისის მერს, კახა კალაძეს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს:

"კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ კახა კალაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი დედის, ქალბატონი მედეას გარდაცვალების გამო. შვილის დაკარგვით გამოწვეული დიდი ტკივილის მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სულის სიმტკიცეს, უფლის რწმენასა და სასოებას, დღეს კი თავად შეუერთდა მარადიულობას.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან მართალთა თანა განუსვენოს მას, ხოლო თქვენ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ ნუგეში და სიმხნევე, ლოცვისა და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულების ძალა ქალბატონი მედეას უკვდავი სულის საოხად," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.