ავტორი:

“მოკლევადიან პაემანზე" შემოსული იყვნენ გიული და ნიკუშა, ვიხილავდით ნიკუშას ინდოელ შეყვარებულს...“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკუშა სააკაშვილისა და გიული ალასანიას ვიზიტის შესახებ

“მოკლევადიან პაემანზე" შემოსული იყვნენ გიული და ნიკუშა, ვიხილავდით ნიკუშას ინდოელ შეყვარებულს...“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკუშა სააკაშვილისა და გიული ალასანიას ვიზიტის შესახებ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მისი ვაჟისა და დედის ვიზიტს იხსენებს.

“მინდა ცოტა გაგახალისოთ.

ამასწინათ ყოველთვიურ "მოკლევადიან პაემანზე" შემოსული იყვნენ გიული და ნიკუშა (ამერიკაში გამგზავრების წინ) და ვიხილავდით ნიკუშას ინდოელ შეყვარებულს, რომელიც საქართველოში იყო სტუმრად. ჰოდა მე ვთქვი - რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების იქნება, ღია იქნება თუ მუქი, მთავარია ადამიანი იყოს და ვირი არ შეგიყვარდეს-თქო, რაზეც ნიკუშა მპასუხობს, ვირის შეყვარება კიდევ არ არ არის ყველაზე საშინელება, აი ადამიანი რომ გგონია და მერე დიდი ვირი აღმოჩნდება ეგ არის ნამდვილი კატასტროფაო.

ხუმრობა იქით იყოს და ნიკუშა, როგორც ჯენზის აბსოლუტური უმრავლესობა, წვეთ ალკოჰოლს არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა (ნუ სხვა რამის მოხმარებაზე საუბარიც კი ზედმეტია). ნიკუშა დამატებით ასევე ვეგეტარიანელია. საოცარი თაობა წამოვიდა.

90-იანების თაობის, ჩემი თაობის საუკეთესონი ომში დაიღუპნენ, ნაწილი ნარკომანიამ და კრიმინალმა შეიწირა, ბევრმა ვერ გაუძლო მძიმე წლებს და უბრალოდ ვერ შედგნენ და საბოლოო ჯამში ეს დაკარგული თაობა იყო, დღევანდელი ჯენზი (ქოლ ცენტრებში დასაქმებულთა გამოკლებით) არსად დაიკარგება და უმაგრეს შედეგებს დადებს,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.