რამდენიმე დღის წინ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მადლობას უხდის.
- "მადლობა ქალბატონ ეკა კუპატაძეს ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. დღეს თქვენ დიდი ძალა მომეცით. მადლობა თქვენ და სრულიად საქართველოს, მე ვგრძნობ თქვენ გვერდით ყოფნას" - წერს ეკა მხატვრიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ხუდადოვზე მოკლული, 17 წლის არასრულწლოვნის დედას ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართა:
"დავით ნარიმანიძის დედიკოვ, გულში გიკრავთ გიგა ავალიანის დედიკო... უფლება არ გაქვთ სასოწარკვეთილებამ დაგაოსოთ! თქვენი ბედნიერი დედაშვილობა ვალდებულებად იქცა და პირნათლად უნდა შეასრულოთ!"
- შეგახსენებთ, რომ 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
ასევე იხილეთ: