ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი მიმართვას ავრცელებს - "არაფრის მეშინია!"

ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი მიმართვას ავრცელებს - "არაფრის მეშინია!"

"არაფრის მეშინია! ათიათასობით ჩემი თანამოქალაქე გვიმაგრებს ზურგს" - ამის შესახებ ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ანა იმედაშვილი მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

"არაფრის მეშინია! ათიათასობით ჩემი თანამოქალაქე გვიმაგრებს ზურგს. გვაქვს ღირსება და სიმართლე, ანუ ყველაფერი. არც მინახავს და არც გამიგონია ასეთი სოლიდარობა, რაც ჩვენმა ოჯახმა მივიღეთ. ასეთი ფანტაზიის უნარი ნამდვილად არ მაქვს და არც მივცემდი თავს უფლებას ეს მეოცნება. მადლობა ჩემო საქართველო!

პ.ს. დილით ვიპოვე ბებო, შემთხვევით, ეზოს კარიდან მოცქირალი, მეორე დღეა აქ ვდგავარ, რომ საკუთარი თვალით დავინახო მაია ექიმი ნამდვილად სახლშიაო.

დედას პროცესი რომ მიმდინარეობდა, მისი მამაო და მრევლი ერთად მისთვის ლოცულობდნენ. სახლში მოდიოდა ხალხი და საკუთარ, წლების დანაზოგს სრულად გვთავაზობდა. ესაა ცხოვრება!" - წერს ანა იმედაშვილი.

  • ცნობისთვის, ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საპატიმრო დატოვა. კოხტაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გირაო გადაიხადეს. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: