12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოწმის მამის საუბრის სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
"მსახიობები ხართ. არავის გაპატიებთ. დამღალეთ. არ გრცხვენიათ? მეტისმეტია უკვე...
რა არ გახადეთ ბავშვი, მიმაყოლეთ მეც. თქვით ბოლომდე, კიდევ რა გაქვთ სათქმელი. თქვენს შვილებს უყურებთ და სხვის შვილს მიწასთან ანადგურებთ. ბავშვს, რომელსაც სიცოცხლე დედასთან უნდოდა. დედა, რომელიც 12 წელი არ გავჩერებულვარ. გამანადგურეთ, სუნთქვა მიჭირს ხალხო. ესენი ვინ ყოფილან. ამათ ღმერთი არ სწამთ. შემირცხვენია თქვენნაირი ადამიანები" - წერს სოფო ბიბილაშვილი.
ნოდარ ხუროშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ გურიკა დადიანიძე იმ ღამით განგებ გაიპარა. მისი აზრით, ის რუსეთში იმყოფება, ცოცხალია და მალე გამოჩნდება.
როგორც ხუროშვილი აღნიშნავს, საქმის მოწმეებს გამოძიების ფარგლებში ე.წ. გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ სიმართლეს.
ასევე იხილეთ: