მილიარდერებმა შვეიცარიის ალპებში ელიტური ბუნკერების მშენებლობა დაიწყეს: რა ღირს "განკითხვის დღის" საცავი?

მილიარდერებმა შვეიცარიის ალპებში ელიტური ბუნკერების მშენებლობა დაიწყეს: რა ღირს "განკითხვის დღის" საცავი?

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა თავიანთი უზარმაზარი აქტივების შესანახად ახალ გზას მიაგნეს - ისინი შვეიცარიის ალპებში მასობრივად აშენებენ საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერებს, სადაც ელიტური ღვინოების კოლექციებს, სპორტულ და რარიტეტულ ავტომობილებს, ოქროს, ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებს საიმედოდ გადამალავენ.

თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სუპერმდიდრების ამგვარი მეზობლობით სულაც არ არის აღფრთოვანებული.

შვეიცარიული ალპები - მილიარდერების ახალი მიზიდულობის ცენტრი

ეს უნიკალური საიდუმლო კომპლექსი ბრიუნიგის უღელტეხილთან, პატარა სოფელ ლუნგერნის მახლობლად შენდება. პროექტის წყალობით ნამდვილი ჯეკპოტი მოიგო ადგილობრივმა კომპანიამ Brünig Mega Safe AG-მა, რომელსაც ბიზნესმენი თომას გასერი ხელმძღვანელობს. მისი საოჯახო ფირმა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს, ათწლეულების განმავლობაში სწორედ მიწისქვეშა და აფეთქებითი სამუშაოებით, ასევე ქანების მოპოვებით არის დაკავებული.

პირველი 20 საცავის მშენებლობის დასრულებას 2028 წლისთვის ვარაუდობენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გაძლიერებული უსაფრთხოების ზონაში პირველადი (შავი) სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო საწყობებისთვის განკუთვნილი პორტალის მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება. განაგრძეთ კითხვა>>>