ავტორი:

ჩხუბი რესტორანთან - ზუგდიდის რაიონში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

ჩხუბი რესტორანთან - ზუგდიდის რაიონში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა.

  • ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.