ავტორი:

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მცხეთის გზაზე მოხდა. გარდაცვლილი ნათია კვინტრაძეა.

"ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა... ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი. სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა. ძალიან, ძალიან გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო გოგო" - წერია ქართული სპორტის ქომაგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.