ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ სწავლობენ მისი შვილები კერძო სკოლაში (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ სწავლობენ მისი შვილები კერძო სკოლაში (ვიდეო)

"იყო კერძო სკოლა, რომელიც სახლთანაც ახლოს იყო, ჰქონდა თავისი უპირატესობები და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება," - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ სწავლობენ მისი შვილები კერძო სკოლაში.

  • პრემიერის განცხადებით, არის კერძო სკოლები, რომლებიც ხარისხობრივად უკეთესია საჯარო სკოლებზე. კობახიძემ საჯარო სექტორის გაძლიერების მაგალითად საბავშვო ბაღები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საჯარო სკოლების ხარისხის კერძო სკოლებთან გათანაბრებაა.

"გამოწვევები ძალიან ბევრია, როგორც კერძო - ასევე, საჯარო სკოლებში. სწორედ, ამის გამო დავიწყეთ მასშტაბური რეფორმის პროცესი. ჩვენ გვინდა, საჯარო სკოლების მაქსიმალური გაძლიერება. მაგალითად, რომ ავიღოთ საჯარო საბავშვო ბაღები თბილისში, იმდენად არის გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი, რომ ამის გამო, ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც.

ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, 70 000 ბავშვი სწავლობს კერძო სკოლებში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი, ხვალ იწყება.