ავტორი:

მილიონობით ნაღდი ფული, ოქროს ყელსაბამები, ბეჭდები და ძვირფასი ქვები - ფულის გათეთრების ბრალდებით ტაილანდში ბუდისტური ტაძრის წინამძღვარი დააკავეს

მილიონობით ნაღდი ფული, ოქროს ყელსაბამები, ბეჭდები  და ძვირფასი ქვები - ფულის გათეთრების ბრალდებით ტაილანდში ბუდისტური ტაძრის წინამძღვარი დააკავეს

ტაილანდელმა ბერმა, რომელიც საკუთარ ტაძარში საყვარელთან სექსუალური კავშირის დროს დააფიქსირეს, აღიარა, რომ მას ქალთან ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. პარალელურად, პოლიციამ მისი საცხოვრებლიდან 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნაღდი ფული, ოქრო და ძვირფასეულობა ამოიღო.

კადრები, სადაც ასაკოვანი, 66 წლის ბუდისტი წინამძღვარი, ფრა ვაჩირაიანი (აიუთაიას ისტორიულ ნაწილში მდებარე XIV საუკუნის ტაძარ “ვატ ფუთჰაისავანის“ წინამძღვარი) თავის რეზიდენციაში, მაგიდასთან სექსით არის დაკავებული, გასულ კვირას ტაილანდურ მედიაში ფართოდ გავრცელდა.

გამოძიების ხელმძღვანელის ცნობით, ბერი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. მას ბრალად თანხების მითვისება და ფულის გათეთრება ედება. მასთან ერთად დაკავებულია 47 წლის ქალიც, რომელთან ერთადაც იგი ვიდეოზე არის გადაღებული. ქალს გამოძიება მონასტრისთვის განკუთვნილი თანხების გადამალვასა და მითვისებაში დახმარებას ედავება.

დაკითხვისას ბერმა აღიარა, რომ ამ ქალთან რომანი ბოლო ორი წლის განმავლობაში აკავშირებდა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ამოღებული თანხის ოდენობამ 215 მილიონ ბატს (4,8 მილიონი ფუნტი) მიაღწია. სამართალდამცველებმა ასევე დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, ოქრო, ყელსაბამები, ბეჭდები, ძვირფასი ქვები და მიწის ნაკვეთების საკუთრების დამადასტურებელი საბუთები ამოიღეს.

ეს შემთხვევა მორიგი სკანდალია, რომელმაც ბუდისტური უმრავლესობის მქონე ქვეყნის სამღვდელოება შეძრა. გასულ წელს მაღალი რანგის ბერების მონაწილეობით მომხდარმა კიდევ ერთმა სექს-სკანდალმა და შანტაჟის ფაქტებმა საზოგადოების მწვავე პროტესტი და ტაძრების ფინანსების მკაცრი კონტროლის მოთხოვნა გამოიწვია.

წყარო