ავტორი:

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით მიიღებს - ვინ აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს?

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით მიიღებს - ვინ აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს?

ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.

  • როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.