ყველასათვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მან საზოგადოების ყურადღების მიღმა ყოფნა არჩია. ის ჟურნალისტებს ყოველთვის უარს ეუბნებოდა ინტერვიუებზე. მხოლოდ ერთადერთი ინტერვიუ მისცა რამდენიმე წლის წინ “კვირის პალიტრას”( გოგონა ჟღალი თმით...)
ცნობილია, რომ ხათუნა კოტრიკაძემ 15 წლის ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები კინოში. პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ გადაიღო ის თავის ფილმში - "მეთხუთმეტე გაზაფხული", ამას მოჰყვა ლეილა გორდელაძის ფილმი "მოიტაცეს თამარ ქალი", შემდეგ - არაჩვეულებრივად თამაშობს ეკას როლს ლერი ხოტივარის ფილმში "მხიარული რომანი". მართალია სულ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა მისმა შესრულებულმა როლებმა, მისმა სილამაზემ, რომ ქართველი მაყურებლის გულში სამუდამოდ დაიდო ბინა. ამ ფილმებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანა ახალგაზრდა გოგონას და ამის შემდეგაც, თურმე, უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა თავის ფილმში გადაღება, მაგრამ რატომღაც ყველას უარს ეუბნებოდა.
თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, დავით გოგია ამ დღეებში სტუმრობდა "სარბიელის" პოდკასტს. მან თავის განვლილ გზაზე ისაუბრა და განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა მეუღლე, მისი გაცნობის ისტორია.დავით გოგია აცხადებს, რომ არასდროს აუკრძალავს მეუღლისთვის სამსახიობო კარიერა...
"ხათუნა არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა"" მხიარული რომანი”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, “მეთექვსმეტე გაზაფხული”, სატელევიზიო ფილმი - ეს არის ხათუნას შესრულებული როლები. ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა...
საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. "მხიარული რომანი" რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: