ავტორი:

"იოსებ სიგუას მორიგი საჩივარი მომივიდა - 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11-წლიანი პატიმრობით მემუქრება" - სოფიო სიგუა

"იოსებ სიგუას მორიგი საჩივარი მომივიდა - 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11-წლიანი პატიმრობით მემუქრება" - სოფიო სიგუა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მეუღლის, სოფიო სიგუას განცხადებით, მას მეუღლე უჩივის.

  • როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სოფიო სიგუა წერს, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მას იმ ბრალდებით უჩივის, რაც 11-წლიანი პატიმრობას ითვალისწინებს.

„ვისაც გჯერათ მატყუარა სიგუას სპექტაკლების, უკვე მერამდენე საჩივარი შემომიგდო იოსებ სიგუამ, თვლაში ავირიე! კაცს, რომელსაც 4 თვეა შვილები არ უნახავს და ამბობს, რომ მოწმეები არიან ჩემი შვილები და ვერ ვნახავო!!! და ChatGPT გაკეთებული ფოტოებით ატყუებს ხალხს რომ თითქოს ბავშვებთან ერთადაა! დღეს, კიდევ მორიგი საჩივარი მომივიდა იოსებ სიგუასი, რომელიც 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11 წლიანი პატიმრობით მემუქრება",- წერს სიგუა.