გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

"ჩვენზე თავდასხმით ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყნის ერთადერთი მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია X-ზე წერს.

  • გიორგი გახარიას თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დამკვიდრებას.

"ქართულმა ოცნებამ" ჩვენი პარტია - "საქართველოსთვის" - საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელს დაუმატა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.

  • მძიმე შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვიღებდით მონაწილეობას ყველა არჩევნებში, რასაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ. ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობს. ჩვენზე თავდასხმით ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყნის ერთადერთი მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის ფლობისა, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობაც კი ვერ აიტანა, რადგან კრიტიკულ ხმას საპირწონე არგუმენტებით ვერ პასუხობენ.

ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დამკვიდრებას.

აკრძალავენ თუ არა, ჩვენ არ დავიხევთ უკან საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დაცვის საქმეში" - წერს გახარია.

ასევე იხილეთ: “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს