საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე წერს და ადგილიდან ფოტოებს აქვეყნებს.
"ამასობაში, ჩემი ფანჯრების წინ ორი პატარა გოგო დაიჭირეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართების დადებაზე, კურიერობაზე. მემგონი მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა.
ასე კლავს ეს რეჟიმი და ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას.
იმის მაგივრად პერსპექტივა შეუქმნას, სწავლაში ჩართოს, საინტერესო აწმყო და მომავალი შესთავაზოს, უქმნის გარემოს, სადაც ეს, ქოლ-ცენტრები და კიდე ათასი უბედურებაა წახალისებული. აქვეა კედელზე ამ სამუშაოზე დასაქმების რეკლამა. რომელსაც ცოცხალი თავით არ ებრძვის მერიის სამსახურები, მაგრამ ანწუხელიძის სტენსილებს შლის!
შედეგად ვიღებთ, კრიმინალში რეკრუტირებულ ბავშვებს. თუ სწორად წავიკითხე კანონი, მინიმუმ 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ამ ბავშვებს და მათი მომავალი დამთავრებულია"- წერს გიორგი ახობაძე.