საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.