“დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა,“ - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ზავის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინარჩუნებს.
“მათთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.
“უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. ასევე დათანხმდა რუსეთი! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, არა ირანით“, - დაწერა ტრამპმა.