ავტორი:

ემოციების ზღვა და ატირებული ვარსკვლავები “ემის“ დაჯილდოებაზე - ნიკოლ კიდმანმა და ჰარისონ ფორდმა კოლეგის სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლი ვერ შეიკავეს

ემოციების ზღვა და ატირებული ვარსკვლავები “ემის“ დაჯილდოებაზე - ნიკოლ კიდმანმა და ჰარისონ ფორდმა კოლეგის სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლი ვერ შეიკავეს

2026 წლის “ემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ნიკოლ კიდმანმა და ჰარისონ ფორდმა ცრემლი ვერ შეიკავეს, ამის მიზეზი მაიკლ ჯეი ფოქსი გახდა, რომელმაც სცენაზე გამოსვლისას განაცხადა რომ “პარკინსონს არ დანებდება“.

  • ფილმის “უკან მომავალში“ ვარსკვლავი, 65 წლის მაიკლი, სცენაზე ეტლით გამოვიდა და კოლეგები აატირა, როდესაც გაიხსენა, თუ როგორ დაუსვეს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 1991 წელს, სულ რაღაც 29 წლის ასაკში.

“თავიდან პარკინსონის დიაგნოზს ვმალავდი. ვნერვიულობდი, რომ ეს ჩემს სამუშაოსა და მაყურებელთან ურთიერთობაზე იმოქმედებდა საკუთარ თავს ვეკითხებოდი: გაეცინებოდათ ფანებს, რომ სცოდნოდათ, ავად ვარ?“ - განაცხადა მაიკლმა ბობ ჰოუპის სახელობის ჰუმანიტარული ჯილდოს მიღებისას.

84 წლის ჰარისონ ფორდი რომელიც მაიკლთან ერთად სერიალში “Shrinking“ თამაშობდა, ემოციებს ვერ მალავდა, როდესაც დარბაზი ფეხზე წამოდგა და ფოქსს ტაში დაუკრა. 59 წლის მსახიობი ნიკოლ კიდმანიც მათ შორის იყო, ვინც ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მაიკლმა თავისი განვლილი გზა გაიხსენა.

“აღფრთოვანებული ვიყავი თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით. ამან ძალა მომცა და მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი საქმე არ დაკარგულა. ამას მე ვერ წამართმევდნენ, რადგან თქვენ დამიდექით გვერდით. ამას ძალიან ვაფასებ.

მივხვდი, რომ პარკინსონთან შეგუება მასთან დანებებას არ ნიშნავდა. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა მათთვის, ვინც ამ სენით ცხოვრობს. გადავწყვიტე, გამეგრძელებინა პარკინსონთან ბრძოლა და თანხები მომეზიდა. ვიპოვე ბრწყინვალე ადამიანები... უკაცრავად, ემოციებს ვერ ვმართავ... ვიპოვე ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ და პირობა დავდე, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებას დავაფინანსებდი. ვამაყობ იმ პროგრესით, რასაც მივაღწიეთ პარკინსონით დაავადებული პაციენტებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ამ დაავადების საბოლოოდ დამარცხებას.

უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, დონორების, მკვლევრებისა და, უპირველეს ყოვლისა, პაციენტების, საზოგადოების, რომლებიც მაიკლ ჯეი ფოქსის ფონდის არსებობას აზრს აძლევენ“, - დაასრულა ჯეი ფოქსმა ემოციური გამოსვლა.

მაიკლმა მსოფლიო აღიარება ოთხმოციან წლებში გადაღებული ტრილოგიაში “უკან მომავალში“ შესრულებული მარტი მაკფლაის როლით მოიპოვა. ჰარისონ ფორდთან ერთად სერიალში “Shrinking“ მუშაობამდე, მან სამსახიობო კარიერაში 6 - წლიანი პაუზა აიღო. თუმცა ამჟამად ამბობს, რომ სამუშაოზე დაბრუნებამ მას სიცოცხლე “გაუხანგრძლივა“.

“ემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობი თრეისი პოლანსთან ერთად გამოჩნდა, წყვილი უკვე უკვე 38 წელია დაქორწინებულია და ოთხ შვილი ჰყავს.

წყარო