ორშაბათს, დასავლეთ ავსტრალიის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შემდეგ, 50 წლამდე მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას შტატის მთავრობა და ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახური ადასტურებენ.
ხელისუფლების ცნობით, “ზვიგენის ინციდენტის" შესახებ შეტყობინება გლენფილდ-ბიჩიდან დილის 9:45 საათზე მიიღეს, სანაპირო ზონა ქალქა პერთიდან ჩრდილოეთით, 400 კილომეტრზე მდებარეობს.

ავსტრალიელი მეცნიერების ვარაუდით, წყლის გადატვირთულობა და ოკეანის ტემპერატურის მატება ზვიგენების მიგრაციის მარშრუტებს ცვლის, რამაც შესაძლოა თავდასხმების გახშირება გამოიწვიოს.
ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას, სანაპიროზე სიფრთხილის დამატებითი ზომები დაცვისკენ მოუწოდებს.