დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით “გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.
სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, მიმოწერის უფლება და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
“თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.
აეკრძალა:
აკრძალვის საფუძვლები: 1.მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე; 2. მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; 3.მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“, - წერს ლექსო სვიმონიშვილი.