აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის შეწყვეტას მხარი პალატის 232-მა წევრმა დაუჭირა.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნის რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად ალ გრინმა ("დემოკრატი“ ტეხასის შტატიდან) წარადგინა. ალ გრინი აშშ-ის პრეზიდენტს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) მოქმედებებთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
"რესპუბლიკელებთან“ ერთად პროცედურის შეჩერებას მხარი 18-მა "დემოკრატმა“ დაუჭირა, ხოლო 46-მა თავი შეიკავა, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატიული“ უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა.
"დემოკრატების“ ნაწილის განცხადებით, იმპიჩმენტი "წმინდა კონსტიტუციური მექანიზმია“, რომელიც "ტრადიციულად ყოვლისმომცველ საგამოძიებო პროცესს მოითხოვს“, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.