ავტორი:

"ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე... მინდა იცოდეს, ვერ გამოძვრება!" - რას წერს მოკლული ბიჭის ნათესავი

"ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე... მინდა იცოდეს, ვერ გამოძვრება!" - რას წერს მოკლული ბიჭის ნათესავი

გუშინ დაკრძალეს თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძე. მისი ნათესავი მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ბრალდებულის ადვოკატის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და წერს:

"დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება დათოს მკვლელობის საქმეს — ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება. ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე, და მინდა იცოდეს, რომ დაცვის მხარის ყველა სტრატეგია მაქვს გაანალიზებული და პასუხი ყველაზე ერთია: ვერ გამოძვრება! მშვიდობიანი ღამე ყველას" - წერს მხატვრიშვილი.

ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს მოკლეს.

მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

წაიკითხეთ ასევე: