ვინ არიან ქართველი ცნობილი ადამიანები, რომლებსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ - TOP 10Instagram-ზე გამომწერების რაოდენობა დღეს უკვე პოპულარობის ერთ-ერთ საზომად იქცა. ქართველი ცნობილი ადამიანების ნაწილი სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანს აერთიანებს, ნაწილი კი ასიათასობით გამომწერს სხვადასხვა სფეროში საქმიანობის პარალელურად აგროვებს.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება Hafi-ის საქართველოს TOP 10-ის რეიტინგი 2026 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით და იქიდან პირველი ათეული ამოვარჩიეთ. სიაში არიან პოლიტიკოსი, მსახიობები, დიზაინერები, ინფლუენსერები, ტელეწამყვანები და ბლოგერები. მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ გამომწერების რაოდენობა მიახლოებითია.
1. კახა კალაძე - 3.8 მილიონი გამომწერი
Hafi-ის რეიტინგში პირველი ადგილი კახა კალაძეს უკავია - მისი Instagram-ანგარიში დაახლოებით 3.8 მილიონ ადამიანს აერთიანებს.

კალაძე ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, ამჟამად კი თბილისის მერია. მის Instagram-ზე პროფესიულ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პირად და ოჯახურ ფოტოებს, მოგზაურობას, ჩაცმის სტილსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებას. მისი გვერდი უფრო პერსონალურ და საიმიჯო ხასიათს ატარებს, ვიდრე მხოლოდ მერიის საქმიანობის გაშუქებას.
2. შორენა ბეგაშვილი - 1.7 მილიონი
მეორე ადგილზეა შორენა ბეგაშვილი, რომელსაც Instagram-ზე დაახლოებით 1.7 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა წლების განმავლობაში ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახის სტატუსი შეინარჩუნა. სოციალურ ქსელში ის ძირითადად საკუთარ ფოტოებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, მოგზაურობასა და სხვადასხვა პროექტებს უზიარებს აუდიტორიას.
3. ანუკი არეშიძე - 1.4 მილიონი
TOP 3-ს ანუკი არეშიძე ასრულებს - დაახლოებით 1.4 მილიონი გამომწერით.

ანუკი არეშიძე მოდის სფეროში საქმიანობს და მისი სახელის ქვეშ შექმნილი ANOUKI ქართული, თბილისში დაფუძნებული მოდის ბრენდია. ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის და წლებია ქართული მოდის ერთ-ერთ ცნობილ სახელად რჩება. ის მეუღლეს ორი საფეხურით ჩამორჩება.
4. გია აგირბა - 999.2 ათასი
მილიონიან ნიშნულს სულ რამდენიმე ათასი გამომწერი აშორებს გია აგირბას - Hafi-ის მონაცემებით, მის ანგარიშს დაახლოებით 999.2 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს.
მისი Instagram განსაკუთრებით დაკავშირებულია კულინარიასთან. აგირბა შეფია და მისი სახელით ბათუმში კვების ობიექტიც ფუნქციონირებს, სადაც აჭარული ხაჭაპურისა და სხვა კერძების კონცეფციაა წარმოდგენილი.
5. სოფია ქავთარაძე - 993.9 ათასი
მეხუთე ადგილზეა სოფია ქავთარაძე, რომელსაც დაახლოებით 993.9 ათასი გამომწერი ჰყავს.

მისი ანგარიში Hafi-ის რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული lifestyle-პროფილია და მილიონიან ზღვარს უკვე ძალიან მცირე სხვაობით ჩამორჩება. ანგარიშზე ამჟამად დაახლოებით 213 პოსტია. სოფია ქავთარაძის მეუღლე მომღერალი მერაბ ამზოევია, რომელიც ბოლო წლებია რუსეთში მოღვაწეობს.
6. ანანო სახელაშვილი - 616.4 ათასი
მეექვსე პოზიციაზე ანანო სახელაშვილია - დაახლოებით 616.4 ათასი გამომწერით.
მისი Instagram ძირითადად მოდას, სილამაზეს, ცხოვრების სტილსა და პერსონალურ კონტენტს აერთიანებს. Hafi-ის მონაცემებით, ანგარიშის აუდიტორია 2026 წლის განმავლობაში გაიზარდა და ივნისისთვის 611 ათასზე მეტი შეადგენდა.
7. რუსკა მაყაშვილი - 420.3 ათასი
მეშვიდე ადგილზეა მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი - დაახლოებით 420.3 ათასი გამომწერით.

მაყაშვილი მაყურებელმა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან და როლებიდან გაიცნო. მის კარიერაში არის როგორც სატელევიზიო, ისე თეატრალური და კინოპროექტები.
8. ნანუკა ჟორჟოლიანი - 395.1 ათასი
მერვე პოზიციაზე ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელსაც დაახლოებით 395.1 ათასი გამომწერი ჰყავს.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი წლებია ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ცნობადი სახეა. მისი Instagram-ანგარიში აერთიანებს როგორც პროფესიულ, ისე პირად და ყოველდღიურ კონტენტს.
9. ნუკი კოშკელიშვილი - 390.6 ათასი
მეცხრე ადგილზეა ნუკი კოშკელიშვილი - დაახლოებით 390.6 ათასი გამომწერით.
ნუკიმ კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ის სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის წამყვანი იყო და საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია როგორც ტელეწამყვანი და მოდელი. დღეს მის Instagram-ზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ოჯახურ და lifestyle კონტენტსაც და ცხადია საკუთარი ბრენდის პიარს.
10. თაკო საზინა - 374.2 ათასი
ათეულს თაკო საზინა ასრულებს - დაახლოებით 374.2 ათასი გამომწერით.
ის beauty სფეროში მუშაობს და სოციალურ ქსელში ძირითადად მაკიაჟის, ვარცხნილობის, შოპინგისა და ცხოვრების სტილის შესახებ კონტენტს აქვეყნებს. -
Hafi-ის ათეულში ვერ შევხვდებით რამდენიმე ქართველს, რომელთა Instagram-აუდიტორია ამ სიაში მოხვედრილ ბევრ ანგარიშზე გაცილებით დიდია.
მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას Instagram-ზე დაახლოებით 9 მილიონი, მარიამ შუკაკიძეს კი 7 მილიონზე მეტი გამომწერი, ბერასი კი დაახლოებით 1.5 მილიონს შეადგენს. თუმცა Hafi-ის საქართველოს TOP 100-ში არც ერთი მათგანი არ ფიქსირდება.
მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია Hafi-ის საქართველოს TOP 100-ში საერთოდ არ არის, მაგრამ ამავე დროს მისი ანგარიში რუსეთის TOP 100-ში #39-ზეა, 8.8 მლნ გამომწერით.
მარიამ შუკაკიძე რომელსაც 7 მილიონი გამომწერი ჰყავს, ასევე რუსეთის TOP 100-შია, 43-ე ადგილზე, 8.4 მლნ გამომწერით.
ბერას შემთხვევაში მის ანგარიშს ბრაზილიის რეიტინგში აჩვენებს - 9885-ე პოზიციაზე. ანგარიშს დაახლოებით 1.42 მილიონი გამომწერი ჰყავს.