დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, ზაქრო გვიშიანის ინფორმაციით, ბავშვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ.
მისივე ინფორმაციით, მედიკამენტს მიიღებს ყველა, ვინც 6 წლიდან ზევით ასაკისაა და ეტლს არაა მიჯაჭვული.
"ჯივინოსტატი“ შემოსულია, 7 სექტემბერს ღამე ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა. „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს პერიოდში უკვე ბავშვები მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა საქართველოს შემთხვევაში ამის მიღწევა. ჩვენ მშობლებიც ვესწრებოდით ამ შეხვედრას.
ბავშვები მედიკამენტის მიღებას დაიწყებენ ოქტომბრის თვიდან. ახლა ექიმების გადამზადება ხდება, ტრენინგები ტარდება. შესაძლოა, უკვე მიიღონ ოქტომბრის დასაწყისიდან, თუმცა ოქტომბრის თვეს არ გაცდება ბავშვებმა რომ მიიღონ მედიკამენტი.
ამ მედიკამენტის მიღება 6 წლიდან ბავშვებშია შესაძლებლები, რომლებიც დადიან და არ არიან ეტლს მიჯაჭვულები. გათვლილია ყველაზე. წამლის მიღებას ზედა ზღვარი არ აქვს, თუმცა ეტლს არ უნდა იყოს მიჯაჭვული“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.