აგვისტოს ბესტსელერი წიგნები - თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ხშირად ყიდულობენ

აგვისტოს ბესტსელერი წიგნები - თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ხშირად ყიდულობენ

გაინტერესებთ, რომელი წიგნები იპყრობდა მკითხველების განსაკუთრებულ ყურადღებას აგვისტოში?

აგვისტო წიგნის მოყვარულებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის თვე აღმოჩნდა. მკითხველების ინტერესები განსხვავებულ თემებსა და ჟანრებს მოიცავდა, თანამედროვე ლიტერატურიდან უკვე კარგად ნაცნობ ბესტსელერებამდე. წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში „ბიბლუსი“ წარმოგიდგენთ აგვისტოს 10 ტოპ გაყიდვად წიგნს.

„თეთრი ღამეები“, ფიოდორ დოსტოევსკი

„თეთრი ღამეები“ - ესაა ერთი გაუბედავი და მარტოხელა ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელსაც ფრიად უცნაური გზით ეწვევა სიყვარული, თანაგრძნობასაც გამოიწვევს და, როდესაც თითქოს ყველაფერი გვარდება, ამ დროს ყველაფერი ინგრევა, თუმცა ის მაინც არ არის უბედური, რადგან „ნეტარების მთელი წუთი! განა ეს ცოტაა თუნდაც მთელი ადამიანური ცხოვრების მანძილზე?..

მდიდარი მამა, ღარიბი მამა, რობერტ კიოსაკი

ეს მოტივაციური გზამკვლევი ამსხვრევს მითს, თითქოს სიმდიდრის მისაღწევად აუცილებელია მაღალი შემოსავალი - განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები, რობოტები და გლობალური ეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის; გვასწავლის, რატომ შეიძლება აქტივების შეძენა და შექმნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მომავლისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი - და რა საგადასახადო უპირატესობებით სარგებლობენ ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები; ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, რომ თქვენი სახლი აქტივია - როგორც ეს მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი დაიწყო; გვახსენებს, რატომ არ უნდა ვენდოთ სასკოლო სისტემას, რომ ჩვენს შვილებს ფულის მართვა ასწავლოს და რატომ არის ეს კრიტიკული უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე; ხსნის, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ფულის შესახებ რათა ისინი მზად იყვნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის და იცხოვრონ იმ მდიდარი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.

„პარალელური წრფეები“, ნათია ჯაგოდნიშვილი

„თათამ, რომლის ცხოვრებაც მოჩვენებითი, ფასადური ბედნიერებაა, წარმატებით მოირგო ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის როლი. ახლობელი ადამიანის უეცარი გარდაცვალება მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და წარსულიდან აბრუნებს ნიკოს - კაცს, რომელიც ცდილობს გააღვიძოს ის გოგო, რომელსაც წლების წინ იცნობდა. გარემოებების გამო, თათასა და ნიკოს ერთად უწევთ მუშაობა საერთო პროექტზე - სვანური სოფლის, ხალდეს, აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. სოფლის აღმოჩენა და მისი აღდგენა თანდათან უფრო ემსგავსება გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურულ პროექტს. წლების წინ, ბრძოლაში გმირულად დაცემულმა ძველმა ხალდელებმა დაიბარეს მხოლოდ ერთი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა კი დროა, თათამ თავად გადაწყვიტოს - გაბედავს თუ არა, ტოქსიკურ ურთიერთობას შეჩვეულმა, მიიღოს ბედნიერება და სიმშვიდე მისი ყველაზე ჯანსაღი ფორმით. პარალელური წრფეები ერთმანეთს არასდროს კვეთენ, თუმცა ზოგჯერ შეუძლებელი გეომეტრიაც კი შესაძლებელი ხდება მაშინ, როცა იბრძვი და იცი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

„მზე, მთვარე და პურის ყანა“, თემურ ბაბლუანი

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

„მეტამორფოზი“, ფრანც კაფკა

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას. ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა. რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ, მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება. კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი სათქმელი ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანია: ”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.

სანამ ყავა გაცივდება“, ტოშიკაძუ კავაგუჩ

მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.

1984, ჯორჯ ორუელი

ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა. უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან... გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა... ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა...“. ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.

თამაში ჭვავის ყანაში“, ჯერომ სელინჯერი

ჰოლდენი ამბობს : „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …” ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.

ატომური ჩვევები, ჯეიმს ქლიერი

ატომური ჩვევები შეგიცვლით ფიქრებს პროგრესსა და წარმატებაზე და მოგცემთ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გჭირდებათ თქვენი ჩვევების გარდაქმნისთვის - არ აქვს მნიშვნელობა გუნდი ხართ რომელიც ცდილობს ჩემპიონატის მოგებას, ორგანიზაცია, რომელიც იმედოვნებს ხელახლა განსაზღვროს ინდუსტრია, თუ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს შეწყვიტოს მოწევა, წონაში დაკლება, სტრესის შემცირება ან სხვა მიზნის მიღწევა.

გულში მოციმციმე ლამპარი, ბანუ მუშთაქი

ბანუ მუშთაქი სამხრეთინდოელი მწერალი, იურისტი და აქტივისტია. იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უყურებდა თანამემამულე მუსლიმი ქალების მძიმე ცხოვრებას, რაც მოგვიანებით აისახა მოთხრობების კრებულში „გულში მოციმციმე ლამპარი“.

ესაა ამბები მდიდარ, მოხუც, დაქვრივებულ თუ ცხოვრების მდინარებას დანებებულ ქალებზე. მათ საერთო კულტურული და რელიგიური გარემო აქვთ. გარემო, რომელიც კვლავაც ავიწროებს ქალებს და კლასობრივად დაყოფილ საზოგადოებაში დაკანონებული ნორმების მიყოლას აიძულებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მხოლოდ ტკივილი არ არის და ბანუ მუშთაქიც ცდილობს, მკითხველს გულში მბჟუტავი სინათლე მოაძიებინოს და ის მოციმციმე ლამპრად აქციოს.

ამ და სხვა წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ონლაინ ვებგვერდზე www.biblusi.ge

R