ავტორი:

თავლის დაზიანებული ბადურას აღდგენა მალე შეიძლება სრულიად შესაძლებელი იყოს -  რა ახალ მოლეკულას მიაგეს მეცნიერებმა?

თავლის დაზიანებული ბადურას აღდგენა მალე შეიძლება სრულიად შესაძლებელი იყოს -  რა ახალ მოლეკულას მიაგეს მეცნიერებმა?

მხედველობის დაკარგვის გამომწვევ ბევრ დაავადებას ერთი საერთო აქვს - ისინი თანდათან აზიანებენ ბადურას, თვალის უკანა ნაწილში მდებარე ქსოვილს, რომელიც სინათლეს აღიქვამს და მხედველობისთვის აუცილებელ ინფორმაციას ტვინს გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ბუნებრივად წარმოქმნილი მოლეკულა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა ბადურას დაზიანებისგან დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს.

მოლეკულას ერუკამიდი ეწოდება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი რაოდენობა ბადურაში მაშინ მცირდება, როდესაც ფოტორეცეპტორები - უჯრედები, რომლებიც სინათლეს აღიქვამენ, დაზიანებას და კვდომას იწყებენ.

თუმცა, როდესაც მეცნიერებმა ერუკამიდის დონე აღადგინეს, მან ბადურაში ისეთი უჯრედული პროცესები გაააქტიურა, რომლებიც ქსოვილის სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

მკვლევრებმა ბადურას დეგენერაციის რამდენიმე მოდელი შეისწავლეს და დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა სხვადასხვა მოლეკულის დონე დაავადების პროგრესირებისას. მათი ყურადღება ერუკამიდმა მიიქცია - მისი რაოდენობა ფოტორეცეპტორების დაზიანების დაწყებისთანავე მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

შემდეგ შეამოწმეს, რა მოხდებოდა, თუ ბადურაში ერუკამიდის დონეს აღადგენდნენ. ამისთვის მოლეკულა თვალში სპეციალური ნანონაწილაკების დახმარებით შეიყვანეს.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ერუკამიდი პირდაპირ დაზიანებულ ფოტორეცეპტორებზე არ მოქმედებდა. ის ააქტიურებდა ბადურას იმუნურ უჯრედებს, რომლებიც დაზიანებაზე რეაგირებენ და ქსოვილის შენარჩუნებაში მონაწილეობენ.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ცილა TMEM19, რომელიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როდესაც მეცნიერებმა მისი დონე შეამცირეს, ერუკამიდის დამცავი ეფექტიც გაქრა.

მეცნიერების თქმით, აღმოჩენა ჯერ კვლევის ადრეულ ეტაპზეა და ერუკამიდი მხედველობის დაკარგვის სამკურნალო საშუალებად ჯერ ვერ მიიჩნევა. ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა პროგნოზი დამაიმედებელია.

წყარო