ადვოკატი ალი ბადიროვი, რომელიც 50 წლის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის მოზარდს იცავდა, განცხადებას ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხოლო გამარჯვებისთვის მან უდიდესი შრომა გასწია.
“მე არ გამოვირჩევი პროკურატურის შექებით, მაგრამ 99%-ით სიმართლის და ბავშვის უდანაშაულობის აღიარება და ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად იმსახურებს ქებას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო მას შემდეგ, რაც ყველა ექსპერტიზის დასკვნის პასუხი მიიღო და სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის ჩვენებებთან ერთობლიობაში შეფასებით დარწმუნდა დაცვის მხარის სიმართლეში!
მე დიდი შრომა გავწიე ამისთვის და არ მინდა ჩემი ეს უდიდესი წარმატება და პროკურორ ხატია გოგრიჭიანის ეს სუპერ გადაწყვეტილება ვინმემ დაიბრალოს და გაასაღოს თავის წარმატებად!
მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, მაგრამ კომენტარებით და მხოლოდ გაშუქებით, ან გაშუქების დაგეგმვით, არავის მოუგია სასამართლო პროცესი!“ - წერს ალი ბადიროვი.
ოჯახის წევრების თქმითვე არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა. 50 წლის აზერბაიჯანიდან იყო ჩამოსული და რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.
იხილეთ ასევე: