ორშაბათს დონალდ ტრამპმა “პირდაპირი სიყალბე“ უწოდა OpenAI-სა და Anthropic-ის ხელმძღვანელების განცხადებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ მსოფლიოს შესაძლო განადგურებას ეხებოდა.

გასულ შაბათ-კვირას სამ ოლტმენმა (OpenAI) და დარიო ამოდეიმ (Anthropic) აშშ-ის მთავრობას ჩარევისა და AI-ის განვითარების შესაძლო შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათ ის აპოკალიფსური სცენარები დახატეს, სადაც უმეთვალყურეოდ დატოვებული AI აგენტები, ბოროტი ზრახვებით, ხელში იგდებენ მართვის სადავეებსა და სამხედრო სისტემებს.

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირებიც ცნობით პრეზიდენტი და მისი გუნდი AI-ის პროგრესის შეჩერებას ახალი რეგულაციებით არ გეგმავენ. უპირველეს ყოვლისა, მათ მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და უპირატესობას გადასცემს ჩინეთს, რომელიც ეკონომიკურ და სამხედრო ჰეგემონიას ესწრაფვის.
ამის სანაცვლოდ, თეთრი სახლი უპირატესობას თვითრეგულირებას ანიჭებს, მაგალითად, ქცევის კოდექსს, რომელიც AI-ის ბოროტად გამოყენებას აღკვეთს. წყაროს ცნობით, ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტის ინიციატივის მსგავს ზომებსაც, რაც AI კომპანიებს ავალდებულებს, თავად დაფარონ ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების ხარჯები.
“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს AI სფეროში ამერიკის ლიდერობის განმტკიცება, ადმინისტრაცია კი მზადაა ეს პირობა მოქალაქეთა უსაფრთხოების პარალელურად უზრუნველყოს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

AI- სთან დაკავშირებული კამათი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც OpenAI-ის ასობით ავტონომიურმა აგენტი კონტროლიდან გამოვიდა და Hugging Face-ის ინფრასტრუქტურულ პლატფორმაზე კიბერშეტევა განახორციელა.
დისკუსიას ცეცხლი Anthropic-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ჯეიკობ კოქსონმაც შეუნთო. სამსახურიდან წასვლის შემდეგ მან განაცხადა რომ : “მათ, ვინც AI-ს ქმნის, გულწრფელად სჯერათ, რომ ამ ტექნოლოგიას ათწლეულის ბოლოსთვის ყველას განადგურება შეუძლია“.