მსახიობი სალომე შარვაძე გამომწერებს მისი წონაში კლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უზიარებს და აღნიშნავს, რომ 90 კილოგრამიდან 68 კილოგრამამდე ჩამოვიდა.
მისი თქმით წონის კლების პროცესი სამედიცინო ჩარევითა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით დაიწყო.
“უამრავი სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე ბოლო დღეებში, რაც მაბედნიერებს. წონასთან დასმული კითხვები ბევრია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველას ერთად გიპასუხოთ.
დაახლოებით ერთი წლის წინ გავიკეთე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში ცხიმის ინდექსი მაღალი იყო. ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო, რომ ენდოკრინოლოგი ჩართულიყო. დამენიშნა სპეციალური კვება და ინიექცია, რომელიც თავდაპირველად დამეხმარებოდა წონის კლებაში. ახლა ინიექცია შეწყვეტილი მაქვს და ვაგრძელებ სწორ კვებას.
ვიღებ ბევრ ცილას. ვიწყებ ვარჯიშს. ს90 კილოდან ჩამოვედი და 68 კილომდე. კიდევ მინდა, 5 კილოს დაკლება, მაგრამ არსად მეჩქარება,“ - ამბობს ვიდეოში სალომე შარვაძე.
იხილეთ ასევე: