ავტორი:

"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... საქართველოში მითხრეს - აუტიზმი... სინამდვილეში კი..." - ნუკი კოშკელიშვილი უფროს ვაჟზე

"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... საქართველოში მითხრეს - აუტიზმი... სინამდვილეში კი..." - ნუკი კოშკელიშვილი უფროს ვაჟზე

პოდკასტში KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად ნუკი კოშკელიშვილმა დედობის გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებით არსებობს, "მეზობლის, ნათესავის აზრი, რომელიც აი, ჩახტომით არის ჩვენს პირად ცხოვრებაში. აუცილებლად ვიღაცა დაგარიგებს ჭკუას. ორი თვის ჩამოსული ვარ და ყველაფერი მასწავლეს უკვე საერთოდ. რა ვიცი, რა არ ვიცი, როგორ უნდა ვაჭამო, ეს ფეხები რატომ აქვს შიშველი, ეს კარგია, ჩააცვი რაღაცა. კონდიციონერში ნუ გყავს, ფილტვების ანთება დაემართება... ოცდაოთხი საათი კონდიციონერში მყავს დაბადებიდან, ეგ არაფერია, მაგრამ ნუ, აი, როგორ, ახლა რას ნიშნავს... ეს მიღებული ამბავია", - ამბობს ნუკი პოდკასტში. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც უფროს შვილთან დაკავშირებულ საკითხზეც ლაპარაკობს:

  • მეტყველების შეფერხება...

ეს ახლა აღარ არის ისეთი პრობლემური თემა. როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს, არ ვიცი.

აი, წარმოიდგინეთ, რომ პირველი შვილია. გარშემო იხედები და ყველა ბავშვი იძახის "დედა“, "მამა“, "მომეცი“. მე ველაპარაკებოდი მხოლოდ ქართულად.

მამამისი ელაპარაკებოდა მხოლოდ ინგლისურად, იმიტომ, რომ არ საუბრობს ქართულად. და არაფერს არ იძახდა. არც თითის გაშვერა, არც არაფერი.

წარმოიდგინეთ, ვიღაცა იძახდა, რომ ეზარება, ზარმაცია. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემ - ნუ, აი, არა. სიცარიელე. "ნაყინს მოგცემ“, "მილიონ დოლარს“, არ ვიცი, რა გინდა - არაფერი არ ესმის. გიყურებს, აბსოლუტურად არაფერი არ ესმის. მაშინ საქართველოში, ვიყავი პანდემიის დრო იყო და აქ მივიყვანე სხვადასხვა თერაპევტთან. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა - აუტიზმი...

რაც, სხვათა შორის, არ შეშინდეთ, თუ თქვენს შვილს მართლა აქვს აუტიზმი. მას უბრალოდ მიხედვა სჭირდება, სწორ გზაზე დაყენება და საკმაოდ მართვადი არის დღესდღეობით აუტიზმი. გააჩნია სირთულეს და რამდენად ადრე დააფიქსირებ...მაგრამ ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი, უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება.

ორი წლის ასაკში, უკვე ამერიკაში რომ დავბრუნდი პანდემიის მერე, მივიყვანე აუტიზმის აკადემიაში, უნივერსიტეტში,და აბსოლუტურად ყველგან მითხრეს, რომ არანაირი კვალიც არ არსებობს მაგისიო. უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება, რომელიც არის გამოწვეული იმით, რომ მისი ტვინი უბრალოდ ორ ენას ვერ ეგუებაო. ვიღაცის ტვინი ხუთს ეგუება და პირიქით. აი, სულ იძახიან, რომ დაელაპარაკე სხვადასხვა ენაზე. ამისი ტვინი უბრალოდ რაღაცნაირად ჭედავდა. წაიკითხეთ სრულად