ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ორეულის ფოტო ვირუსულად გავრცელდა - ქალი ქურდობის ბრალდებით დააკავეს: "ჯეილო, თუ ამას ხედავ, გაიკეთე დნმ-ის ტესტი"

ჯენიფერ ლოპესის ორეულის ფოტო ვირუსულად გავრცელდა - ქალი ქურდობის ბრალდებით დააკავეს: "ჯეილო, თუ ამას ხედავ, გაიკეთე დნმ-ის ტესტი"

მინესოტაში ქალი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ინტერნეტის ყურადღება მისმა გარეგნობამ მიიპყრო - 35 წლის სირენა ენ კვასტი ჯენიფერ ლოპესს საოცრად ჰგავს.

The Watch MN-ის მიერ მოპოვებული სისხლის სამართლის საჩივრის მიხედვით, კვასტი 30 აგვისტოს მონტიჩელოში დააკავეს. მას მაღაზიიდან დაახლოებით 580 დოლარის ღირებულების ელექტრო ხელსაწყოების ელემენტების ორი შეფუთვის მოპარვას ედავებიან.

გამოცემის ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომელმა კვასტი სავარაუდო ქურდობიდან ორი დღის შემდეგ ამოიცნო და პოლიციას შეატყობინა. ონლაინ ჩანაწერების მიხედვით, ქალმა ელემენტების პაკეტების მოპარვა აღიარა. მას ქურდობის ბრალდება წაუყენეს.

კვასტის დაკავების ფოტომ სოციალურ ქსელებში სწრაფად მიიქცია ყურადღება. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ქალი განსაკუთრებით ჰგავს 57 წლის მომღერალ ჯენიფერ ლოპესის.

„ერთი წამით მეგონა, რომ ჯეი ლო იყო“, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. სხვამ კი იხუმრა: „მატრიცაში ხარვეზია“.

„ჯენიფერ, თუ ამას ხედავ, გაიკეთე დნმ-ის ტესტი“, - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.

Daily Mail-ის ცნობით, კვასტი დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.

ონლაინ ჩანაწერების მიხედვით, ეს მისი პირველი შემთხვევა არ არის - წარსულში კვასტი სხვადასხვა სამართალდარღვევისთვისაც იყო დაკავებული, მათ შორის ნარკოტიკების ფლობის, ალკოჰოლის მოხმარების, პოლიციისგან გაქცევისა და ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების შემთხვევებში. ჩანაწერებში ასევე ფიქსირდება რამდენიმე საგზაო დარღვევა.

წყარო