UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა და სპორტს დაუბრუნდა, - ამის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთანავე, მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. დავბრუნდი. იმ ყველა კლოუნს, ვინც ამდენი ხანი სისულელეებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილი ვყავდი - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის ეყოფა ერთი ადგილი. გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა. შემდეგ ჯერზე დარწმუნებული ვიქნები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, შიგნით რაიმე უცნაური რომ არ ჩადოს". მალე შევხვდებით", - წერს თოფურია.
გუშინ ჟურნალისტმა ალვარო კოლმენეირომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რინგს სავარაუდოდ, 2027 წლის თებერვალში დაუბრუნდება.
"ილია ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ხესუს გალიოს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თოფურია მაიამიში ვარჯიშს თანდათან უბრუნდება და ბრძოლისთვის მზად 2027 წლის თებერვლიდან იქნება. მისი დაბრუნებისთვის მთავარ ვარიანტებად კვლავ ჯასტინ გეიჯი ან პედი პიმბლეტი განიხილება, თუმცა მისი გუნდი გეიჯისთან რემატჩს შეეცდება", - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.