დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც პოპ-კულტურა ხშირად ზედაპირულ ტრენდებსა და მოკლევადიან ვირუსულ ვიდეოებზეა ორიენტირებული, მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სრულიად განსხვავებულ, თითქოს მივიწყებულ ფორმატს ამკვიდრებს. დუა ლიპა - გრემის მრავალგზის მფლობელი, არენაების შემავსებელი არტისტი და მოდის ხატი - ბოლო წლებში ახალ ამპლუაში მოგვევლინა: იგი გახდა თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ელჩი.
მისი წიგნის კლუბი უბრალოდ ჰობი არ არის, ეს არის გლობალური კულტურული ფენომენი, რომელმაც ახალგაზრდა თაობას კითხვის სიყვარული ხელახლა აღუძრა და ლიტერატურა Generation Z-ისა და მილენიალებისთვის კვლავ „ტრენდულად“ აქცია.

რატომ არის დუა ლიპა ასე აქტუალური?
დუა ლიპას ფენომენი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქეჩი ჰიტები. კარიერის დასაწყისიდანვე მან შეძლო საკუთარი თავის დამკვიდრება, როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და მრავალმხრივმა არტისტმა. მისი ალბომი Future Nostalgia პანდემიის პერიოდში გლობალურ საუნდტრეკად იქცა, ხოლო მომდევნო პროექტებმა იგი საბოლოოდ განამტკიცა პოპ-მუსიკის სათავეში.
თუმცა, განსხვავებით მრავალი კოლეგისგან, დუა ლიპამ არ ისურვა მხოლოდ მუსიკალური ჩარჩოებით შემოფარგვლა. იგი მიხვდა, რომ თანამედროვე ვარსკვლავის გავლენა იზომება არა მხოლოდ გაყიდული ალბომებით, არამედ იმ ღირებულებებითა და კულტურული დისკურსით, რომელსაც იგი თავის აუდიტორიას სთავაზობს. სწორედ ამ მრავალმხრივმა ინტერესებმა - მუსიკამ, მოდამ, პოლიტიკამ, სოციალურმა საკითხებმა და ლიტერატურამ - აქცია იგი ეპოქის მთავარ კულტურულ ფიგურად.
Service95: პლატფორმა, რომელიც დუა ლიპამ თავისი ხედვით შექმნა
2022 წელს დუა ლიპამ გაუშა Service95 - გლობალური სტილის, კულტურისა და საზოგადოებრივი თემების პლატფორმა, რომელიც მოიცავს ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენს (Newsletter), პოდკასტს (Dua Lipa: At Your Service) და წიგნის კლუბს (Service95 Book Club).
პლატფორმის შექმნის იდეა თავად არტისტის ბავშვობის ჩვევებიდან მოდის. დუა ცნობილი იყო იმით, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მუდმივად უდგენდა საუკეთესო კაფეების, წიგნების, მუსიკისა და დამალული ადგილების სიებს (Checklists). Service95 გახდა ამ პირადი ჩანაწერების მასშტაბური, გლობალური ვერსია.
დღეს Service95-ს მილიონობით გამომწერი ჰყავს მთელ მსოფლიოში. იგი გამოირჩევა ინკლუზიურობითა და სიღრმით - აქ გვერდიგვერდ შეხვდებით სტატიებს მოდის უკანასკნელ ტენდენციებზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ადამიანის უფლებებსა და იშვიათ ლიტერატურულ შედარებებზე...განაგრძეთ კითხვა