აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი „ყოველთვის ესაუბრება მათ, ვისაც ეს სერიოზულად სურს“.
„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“, - განაცხადა ლავროვმა.