„მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ - წიგნი, რომელიც ფინანსურ განათლებაზე წარმოდგენებს ცვლის

„მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ - წიგნი, რომელიც ფინანსურ განათლებაზე წარმოდგენებს ცვლის

ფინანსური თავისუფლების მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება. თითოეული მათგანი ცოდნასა და მოტივაციაზე გადის, თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი უნარების ქონაც, რომელსაც ადამიანების უმეტესობას არსად ასწავლიან. სწორედ ასეთ უნარებზე საუბრობს ამერიკელი ანტრეპრენერი და ავტორი რობერტ კიოსაკი თავის წიგნში „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“.

წიგნი მკითხველს სულ სხვა თვალით აჩვენებს ფინანსების მართვას, აღწერს განსხვავებას მდიდარი და ღარიბი მამის აზროვნებას შორის და განმარტავს, რა გავლენა აქვს თითოეულს შვილის ფსიქოლოგიასა და მოტივაციაზე.

კიოსაკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წიგნის ავტორია. ბიზნესლიტერატურის მკითხველები და კრიტიკოსები მას კარგად იცნობენ. ხშირად მის იდეებს კონტროვერსიულსაც უწოდებენ, თუმცა ეს ინდივიდუალური შეფასების საკითხია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“ დღემდე რჩება ფინანსური განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ნაშრომად, რომლის ციტირებასაც ხშირად შეხვდებით ხოლმე სხვადასხვა სტატიასა თუ ვიდეოში.

რა იდეებს გვაწვდის რობერტ კიოსაკი თავის წიგნში „მდიდარი მამა, ღარიბი მამა?“

წიგნის მთავარი ხიბლი მის ორმაგ კონცეფციაშია - ავტორი მკითხველს წარუდგენს ორი განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის ადამიანს - პირველი განათლებული, მაგრამ ფინანსურად შეზღუდული სახელმწიფო მოხელეა, ხოლო მეორე - მეგობრის მამა, რომელმაც სკოლა ვერ დაამთავრა, მაგრამ წარმატებული მილიონერია.

ასეთი შედარებით კიოსაკი სვამს შემდეგ აქცენტებს:

  • ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი არის ორ ცნებას შორის განსხვავების არცოდნა - აქტივი, რომელსაც მოაქვს შემოსავალი და პასივი, რომლის შენახვაც გიწევს (მაგალითად, სახლი და მანქანა) და რეალურად, ხარჯია შენთვის.
  • მუშაობ გულისთვის VS ფული მუშაობს შენთვის - ღარიბი და საშუალო ფენა მთელს ცხოვრებას ხელფასისთვის შრომაში ატარებს. ამის საპირისპიროდ კი მდიდარი ადამიანები აყალიბებენ სისტემებს და აბანდებენ იმგვარად, რომ მათმა კაპიტალმა თავად გამოიმუშაოს ახალი რესურსები.
  • ფინანსური განათლების აუცილებლობა - სკოლები და უნივერსიტეტები ადამიანს ასწავლიან სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არა ფულის მართვას.
  • რისკების მართვა - წიგნში მდიდარი მამის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ უძრაობა და სტაბილურობა ადამიანს ხელფასის მახეში აბამს. რეალურად, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ არაფერს რისკავ, წარმატების მიღწევა კი შეუძლებელია შეცდომების შიშისა და კომფორტის ზონის მიტოვების გარეშე.

რობერტ კიოსაკის იდეები ფინანსური განათლების შესახებ მნიშვნელოვან ბაზისურ ცოდნას მოგცემთ, როგორ მართოთ თქვენი შემოსავალი და როგორ მოიქცეთ, რომ გაზარდოთ ის. წიგნი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიებში.

შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R