დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
"დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია“, - განაცხადა შოიგუმ.
„როგორც წესი, ამის უკან დასავლელები დგანან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ დერეფნებსა და რესურსებზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნებით“, - აღნიშნა შოიგუმ.
ასევე, როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულ კონტექსტში სერგეი შოიგუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მოიხსენია, რომელმაც, შოიგუს თქმით, „ნათლად და გონივრულად“ განაცხადა, რომ „შესაძლოა, რუსეთთან ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა საქართველოს“.