ავტორი:

სად და როგორ გაერთო ვერა ბრეჟნევა თბილისში და რას წერს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე? - "საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს. უზომოდ მიყვარს..."

სად და როგორ გაერთო ვერა ბრეჟნევა თბილისში და რას წერს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე? - "საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს. უზომოდ მიყვარს..."

როგორც ირკვევა, ახლახან უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ვერა ბრეჟნევა თბილისში იმყოფებოდა. ის ამის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მიმიწვიეს Trump Tower Tbilisi-ს გახსნაზე. უაღრესად ამაღელვებელია თბილისში ისეთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტების ხილვა, რომლებიც ქალაქის განახლებადი იერსახის ნაწილი ხდება. საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს - უზომოდ მიყვარს მისი კულტურა, ხიბლი და გულთბილი სტუმართმოყვარეობა".

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, 44 წლის მომღერალი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის წარდგენაზე იყო მოპატიჟებული.

ბრეჟნევას ღონისძიებაზე მოკლე ზედა და ტყავის შარვალი ეცვა. ინსტაგრამზე ფოტოები როგორც ღონისძიებიდან, ისე სხვა სტუმრებთან ერთად აქვს გამოქვეყნებული.

Trump Tower Tbilisi-ის პრეზენტაცია 15 სექტემბერს მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები, ცნობილი ადამიანები და საერთაშორისო სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპიც. საღამოს მუსიკალური ნაწილი CeeLo Green-ისა და DJ Francis Mercier-ის გამოსვლებს მოიცავდა.

Trump Tower Tbilisi Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის ნაწილია. დაგეგმილია დაახლოებით 280-მეტრიანი, 62-სართულიანი შენობის აშენება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა გახდეს. მთლიანად Downtown Tbilisi-ის პროექტი რამდენიმე ცათამბჯენს მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ბრეჟნევა, რომელიც უკრაინული მომღერალია და წლების განმავლობაში რუსულ შოუბიზნესში მოღვაწეობდა, ბოლო პერიოდში ევროპაში ცხოვრობს. ის აქტიურად აგრძელებს კარიერას და ხშირად ჩნდება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.

მომღერალი რვა წლის განმავლობაში პროდიუსერ კონსტანტინე მელაძეზე იყო დაქორწინებული. წყვილი 2023 წელს დაშორდა. ბრეჟნევას ორი ქალიშვილი ჰყავს - 25 წლის სონია და 16 წლის სარა.