ავტორი:

"ეს სურათი გადაღებულია წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას" - რას წერს, ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა?

"ეს სურათი გადაღებულია წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას" - რას წერს, ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა?

"უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას" - ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ეკა მხატვრიშვილი განსაკუთრებულ მადლობას მოკლული გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის.

"უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას, უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს. მათმა სამძიმარმა ძალა მომცა, ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას.

მადლობა ყველას ,სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა", - წერს ის.

ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, 10 სექტემბერს მოკლეს.

მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.