ავტორი:

“თუ ველოსიპედის მართვისას შესაძლებელია საჭისთვის ხელის გაშვება, სკუტერის შემთხვევაში ერთხელიანი მართვაც კი ვარდნას იწვევს“ - რას აცხადებს მევლუდ მელაძე პოპულარული გადაადგილების საშუალებაზე

“თუ ველოსიპედის მართვისას შესაძლებელია საჭისთვის ხელის გაშვება, სკუტერის შემთხვევაში ერთხელიანი მართვაც კი ვარდნას იწვევს“ - რას აცხადებს მევლუდ მელაძე პოპულარული გადაადგილების საშუალებაზე

ბოლო პერიოდში სოფლებსა და რეგიონებში სულ უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები კვადროციკლებით, ელექტრო სკუტერებითა და სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებით სამანქანო გზებზე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. ზოგჯერ მათ ამავე ტრანსპორტით მცირეწლოვანი ბავშვებიც გადაჰყავთ, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით დამატებით რისკებს ქმნის. რამდენადაა მსგავსი გადაადგილება დასაშვები, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს და რა პრობლემებია კანონმდებლობასა და აღსრულებაში - ამ საკითხებზე საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე mshoblebi.ge-ს ესაუბრა სადაც აღნიშნა, რომ კვადროციკლი და სკუტერი არასრუწლოვნებისთვის განსაკუთრებულ სფრთხეს წარმოადგენს.

“კვადროციკლი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. კვადროციკლი არის ტრანსპორტი, რომელზეც მართვის დაკარგვა, გადაბრუნება და სხეულის დაზიანება ყველაზე ადვილადაა შესაძლებელი.

ის, რომ ტრანსპორტი სათამაშოს ჰგავს, მის უსაფრთხოებას არ ნიშნავს. თუ ბავშვს ეს სფერო აინტერესებს, ჯობს, სპეციალურ სკოლაში იაროს, სადაც მართვასა და რისკების გადაზღვევას ისწავლის. ვინც საფრთხეებს იცნობს, ის გაცილებით ფრთხილად მოქმედებს. ხოლო ის, ვისაც ცოდნა არ აქვს, საფრთხეს მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როდესაც უბედური შემთხვევა უკვე მომხდარია.

- მოტოციკლისა და სკუტერის მოძრაობის წესები თუ რეგულირდება? ავტომობილების მსგავსად, წესების დარღვევისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია?

-შესაბამისი საგზაო ნიშნებიც კი იშვიათობაა… ველობილიკები მოულოდნელად წყდება და მინიშნებაც კი არ არის, თუ საით უნდა განაგრძოს გზა მძღოლმა. შესაბამისად, რის დარღვევას დააფიქსირებენ? სკოლებში საგზაო მოძრაობის წესები არ ისწავლება, ხოლო შესაბამისი ცოდნის გარეშე საკანონმდებლო რეგულაციები ეფექტური ვერ იქნება. იხილეთ სრულად