ავტორი:

“ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ადამიანის კონკურენტი “სილიკონის სახეობა“ შექმნას - Microsoft AI-ის ხელმძღვანელი

“ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ადამიანის კონკურენტი “სილიკონის სახეობა“ შექმნას - Microsoft AI-ის ხელმძღვანელი

Microsoft AI-ის ხელმძღვანელმა, მუსტაფა სულეიმანმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უმართავმა ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ახალი “სილიკონის სახეობა“ შექმნას, რომელიც ადამიანებს კონკურენციას გაუწევს.

“თუ ყველა შევქმნით AI-ს, რომელსაც ექნება ავტონომიურად მოქმედების, საკუთარი მიზნების დასახვის, ფულის გამომუშავების, ქონების ფლობისა და ბიზნესის მართვის უნარი, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ სილიკონის სახეობას ჩავუყრით საფუძველს, რომელიც რესურსებისთვის აუცილებლად დაგვიწყებს კონკურენციას,“ - განაცხადა სულეიმანმა.

საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ესეში Microsoft AI - ის ხელმძღვანელმა Anthropic -ი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის თავის ჩატბოტ Claude-ს ადამიანური თვისებების გამოვლენას აჩვევს. Anthropic-ის დოკუმენტების თანახმად, კომპანია AI-ს ისე წვრთნის, რომ ის ადამიანურ თვისებებსა და ურთიერთობებს ჰბაძავდეს, მათ შორის, იქცეოდეს როგორც კოლეგა ან მეგობარი. სულეიმანის თქმით, ეს ქმნის ილუზიას, თითქოს ჩატბოტს საკუთარი “კეთილდღეობის ის ფორმა“, გააჩნია.

როგორც სულეიმანმა აღნიშნა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პატივს სცემს Anthropic-ის ხელმძღვანელს, დარიო ამოდეის და მათი პოლემიკა ჯამში საერთო ამოცანას, უსაფრთხო AI - ის განვითარებას ემსახურება.

Microsoft-ის წარმომადგენლის თქმით, AI-ის სწავლების პროცესში, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, დამოუკიდებელი მონიტორინგი და მკაცრი ინსტრუმენტები. მომავლის ტექნოლოგიები აუცილებლად უნდა დარჩეს ადამიანის სრულ დაქვემდებარებაში, რათა თავიდან ავირიდოთ გლობალური საფრთხეები.

წყარო

იხილეთ ასევე: