პსჟ-მ ბრატისლავის "სლოვანი" შინ დაამარცხა, მატჩის დაწყების წინ კი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა. მას ამ მატჩში არ უთამაშია.
ლუის ენრიკე: "25 წლის ფეხბურთელი საქართველოდან. "ოქროს ბურთის" მესამე ნომინაცია. რა შეიძლება იყოს უკეთესი?! ალბათ, ყველა ვხვდებით...
კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. იგივე ითქმის ვიტინიაზე, ფაბიანსა და უსმანზეც!"
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტების ოფიციალურ 30-კაციან სიაში მოხვდა.
მან "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად გამორჩეული სეზონი ჩაატარა:
მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა
დასახელდა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად
გაიტანა 10 გოლი
გააკეთა 6 საგოლე გადაცემა
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის - ისტორიული მიღწევა ქართული ფეხბურთისთვის!
როგორც ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" აღნიშნა, წლეულს საკლუბო დონეზე გადამწყვეტ მატჩებში გოლებს ან ასისტებს დიდი მნიშვნელობა ექნება და ამით თითქოს მიგვანიშნეს, რომ დიდი შანსია, სწორედ საკლუბო დონის წარმატება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი წლევანდელ "ოქროს ბურთზე".
როგორც გაზეთი "ეკიპი" აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია არის ერთადერთი ფეხბურთელი ნომინანტთა 30-კაციან სიაში, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, რადგან საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხა.
მის თანაგუნდელ უსმან დემბელესთან, ლამინ იამალსა და კილიან მბაპესთან ერთად, ხვიჩაც "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კანდიდატია. მისი განსაკუთრებით ძლიერი გამოსვლები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მის შანსებს კიდევ უფრო აძლიერებს. გააგრძელეთ კითხვა