ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის განცხადებით, რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს“ შორის კიდევ რამდენიმე მარშრუტის აშენებაა საჭირო, რომლებიც მათ პირდაპირ დააკავშირებს ერთმანეთთან.
"კიდევ ერთი გვირაბია საჭირო, კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი და ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით“, - განაცხადა კამბოლოვმა.
ცნობისთვის, ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც როკის გვირაბზე გადის და რომელიც რუსეთს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. ეს გზა, ზვავის, ქვის ცვენის და უამინდობის გამო ხშირად იკეტება.