ავტორი:

"სახლში მიდის დათი" - ნაადრევად დატოვებული ქართული მუსიკალური კონკურსი და ტრიუმფი მსოფლიო სცენაზე: ვინ არის დათი წერეთელი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს

"სახლში მიდის დათი" - ნაადრევად დატოვებული ქართული  მუსიკალური კონკურსი და ტრიუმფი მსოფლიო სცენაზე: ვინ არის დათი წერეთელი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაშვებული პატარა დათი წერეთელი დღეს უკვე საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა. მისი სასცენო სახელია DA TI და ამ სახელით ახალგაზრდა ქართველი არტისტის სიმღერები უკვე მილიონობით ნახვას აგროვებს.

  • მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესო ახლა გახდა, რადგან სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა 2016 წლის კადრები, სადაც ჯერ კიდევ პატარა დათი "X ფაქტორის“ სცენაზეა. ვიდეოში ჩანს ის მომენტი, როდესაც პროექტის მენტორი სოფო ნიჟარაძე მისთვის სეზონის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

"მე ვირჩევ მუსიკას და სახლში მიდის დათი“, - ამბობს სოფო ნიჟარაძე.

დღეს, თითქმის ათი წლის შემდეგ, იმავე კადრებს სრულიად სხვა კონტექსტი აქვს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ხუმრობენ, რომ მაშინ არჩევანი თითქოს სოფო ნიჟარაძემ გააკეთა, დღეს კი დათიმ საკუთარი მუსიკით გაცილებით დიდი სცენა აირჩია.

"სოფომ აირჩია მუსიკა, დათიმ კი მსოფლიო ჰიტი შექმნა…“ - ასეთია დათის შემოქმედებაზე დღეს საზოგადოების რეაქცია.

ვინ არის DA TI - ქართველი მუსიკოსი, რომელმაც უცხოეთში დაიწყო ახალი ცხოვრება

დათი წერეთელი, პროფესიული სახელით DA TI - ამჟამად ბუდაპეშტში ცხოვრობს. DA TI თავდაპირველად TikTok-ზე გამოჩნდა. დაახლოებით 2023 წლიდან ის პლატფორმაზე საკუთარ ოთახში გადაღებულ ქავერებს აქვეყნებდა. მოგვიანებით კი მისი ვიდეოები ბუდაპეშტის მეტროსა და ქალაქის სხვა ცნობილ ადგილებში გამოჩნდა. მისი სოციალური ქსელების აუდიტორია თანდათან გაიზარდა და მუსიკალური კარიერისთვის ეს გარდამტეხ ეტაპად იქცა.

უცხოური გამოცემა The Melting Pop სწორედ მის ამ უცნაურ დასაწყისზე წერს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ DA TI-ს მუსიკას უკვე მილიონობით მოსმენა ჰქონდა, ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი იყო.

გამოცემის მიხედვით, მისი სიმღერების კრედიტებში სახელად Davit Tsereteli ჩნდებოდა, რის საფუძველზეც სტატიის ავტორებმა ივარაუდეს მისი ქართული წარმომავლობა. დღეს მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური ღონისძიებების აღწერებშიც პირდაპირაა მითითებული - DA TI ბუდაპეშტში მცხოვრები ქართველი მომღერალია.

პირველი სიმღერებიდან მილიონობით მოსმენამდე

DA TI-ის პროფესიული დისკოგრაფია ძირითადად 2025 წლიდან იწყება. მუსიკოსმა ერთმანეთის მიყოლებით გამოუშვა სიმღერები, მათ შორის "RUN LIKE FORREST GUMP“, "BEING ALONE“, "Dream“, "FALLING FOR YOUR EYES“, "CALL ME BACK TONIGHT“ და სხვა ნამუშევრები.

2025 წლის ბოლოს მან პირველი EP - "DATIVERSE“ - გამოუშვა.

შემდეგ კი მოვიდა სიმღერა, რომელმაც მისი კარიერა მწვერვალზე აიყვანა.

"Take Me There“ - სიმღერა, რომლითაც DA TI მსოფლიომ გაიცნო

2026 წლის 3 აპრილს გამოქვეყნებული "Take Me There“ DA TI-ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა, იუთუბზე რეკორდული 18 მილიონი მოსმენა აქვს. მუსიკალურ ვიდეოში ბუდაპეშტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და სწორედ ქალაქის ატმოსფერო გახდა მისი ვიზუალური სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/yu1XYpYRHs0?si=XhD0WSe4J7JhuFfJ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ბუდაპეშტი შემთხვევით არ არის შერჩეული - DA TI დღეს სწორედ უნგრეთის დედაქალაქში ცხოვრობს. მისი პოპულარობის მასშტაბი კი უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია.

ბუდაპეშტის საკონცერტო სივრცე Dürer Kert-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ DA TI-ს Spotify-ზე თვეში მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს.

მუსიკალური მონაცემების პლატფორმა Soundcharts კი აგვისტოში DA TI-ს დაახლოებით 1.1 მილიონი Spotify-მსმენელით საქართველოს პოპ-არტისტებს შორის პირველ პოზიციაზე აჩვენებდა.

Spotify-ის ოფიციალურ გვერდზე კი უკვე მილიონებთან მიახლოებული აუდიტორია და მისი რამდენიმე სიმღერის მილიონობით მოსმენაა ასახული.

პირველი ევროპული ტური

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დათი უკვე მხოლოდ სტრიმინგის პლატფორმებზე აღარ რჩება. 2026 წლის შემოდგომაზე DA TI საკუთარ პირველ ევროპულ ტურს იწყებს.

მისი კონცერტები დაგეგმილია ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და ბუდაპეშტში. Apple Music-ის საკონცერტო ჩამონათვალში ასევე მითითებულია ოქტომბრისა და დეკემბრის სხვა ევროპული თარიღები.

ბუდაპეშტში კი მისი პირველი უნგრული კონცერტი 26 ოქტომბერს Dürer Kert-ში გაიმართება. ამის შესახებ ოფიციალურად თავად საკონცერტო სივრცე, Live Nation და ბილეთების პლატფორმა Funcode წერენ.

უფრო მეტიც, საბერძნეთში DA TI-ის დაგეგმილი კონცერტი თავდაპირველად Death Disco-ში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა Live Nation-ის ინფორმაციით, მოთხოვნის გამო ღონისძიება უფრო დიდ, Fuzz Club-ში გადაიტანეს. ორგანიზატორის ცნობით.

"სახლში მიდის დათი წერეთელი“ - ოღონდ ამჯერად ევროპიდან, რომლის სცენაც უკვე დაიპყრო და მისი კონცერტი უახლოეს მომავალში საქართველოშიც არის დაგეგმილი.