ავტორი:

უმძიმესი კადრები ინდონეზიიდან - წყვილი ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირის ბრალდებით, საჯაროდ გაამათრახეს

უმძიმესი კადრები ინდონეზიიდან - წყვილი ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირის ბრალდებით, საჯაროდ გაამათრახეს

ინდონეზიის აჩეჰის პროვინციაში შარიათის კანონის დარღვევისთვის ქალი და მამაკაცი საჯაროდ გაამათრახეს. სასჯელი ბანდა აჩეჰში, უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, თვალწინ აღასრულეს.

წყვილი გასულ თვეში შარიათის სასამართლომ ქორწინების ისინი "ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირში" დამნაშავედ ცნო და ორივეს 100-100 დარტყმა მიუსაჯა. სასჯელის აღსრულებისას ქალის ფოტოები გადაიღეს - კადრებში ჩანს, როგორ ტირის ის და ტკივილისგან იატაკზე ეცემა.

მამაკაცის დასჯა მე-60 დარტყმის შემდეგ დროებით შეაჩერეს. საინფორმაციო სააგენტო AJNN-ის ცნობით, გადაწყვეტილება მისი ფიზიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. რეგიონული პროკურატურის წარმომადგენელმა დარმა მუსტიკამ განაცხადა, რომ იგი ტკივილს ვეღარ უძლებდა, რის გამოც დასვენების შესაძლებლობა მისცეს.

აჩეჰი ინდონეზიის ერთადერთი პროვინციაა, სადაც შარიათის სამართალი ოფიციალურად მოქმედებს. ადგილობრივი კანონმდებლობა გარკვეული ქმედებებისთვის ფიზიკურ სასჯელს ითვალისწინებს. მათ შორისაა ქორწინების გარეშე სექსი, მრუშობა, აზარტული თამაშები და ალკოჰოლის მოხმარება. სასჯელი ასევე შეიძლება შეეხოს ქორწინების გარეშე ქალისა და მამაკაცის ფიზიკურ სიახლოვეს.

საჯარო გამათრახება აჩეჰში საზოგადოების თვალწინ ტარდება და ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მისი მიზანი მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებაა.

წყარო