ავტორი:

ცნობილი თურქი მსახიობი აფრა სარაჩოღლუ ნარკოსკანდალში გაეხვა: მასზე დაკავების ორდერია გაცემული და მსახიობს პარიზიდან სამშობლოში ჩასვლისთანავე დააპატიმრებენ - რა ხდება ცნობილი?

ცნობილი თურქი მსახიობი აფრა სარაჩოღლუ ნარკოსკანდალში გაეხვა: მასზე დაკავების ორდერია გაცემული და მსახიობს პარიზიდან სამშობლოში ჩასვლისთანავე დააპატიმრებენ - რა ხდება ცნობილი?

თურქეთში ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ დაწყებულმა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა გამოძიებამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო. ბაქირქოის რესპუბლიკურმა პროკურატურამ 18 ადამიანის დასაკავებლად შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა პოპულარული თურქი მსახიობი აფრა სარაჩოღლუ.

სარაჩოღლუ ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ის ამჟამად თურქეთში არ იმყოფება, თუმცა როგორც კი ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ. გავრცელებულ ინფორმაციას თავადაც გამოეხმაურა.

სარაჩოღლუს განცხადებით, გამოძიების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მისი თქმით, ქვეყანაში არყოფნა წინასწარ დაგეგმილ საქმიან ვიზიტს უკავშირდება.

მსახიობმა დაადასტურა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას აპირებს.

"ამჟამად თურქეთში არ ვიმყოფები, რადგან წინასწარ დაგეგმილ საქმიან ვიზიტზე ვარ. უმოკლეს დროში დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში და სამართალდამცავ ორგანოებთან სრულად ვითანამშრომლებ. მშვიდად ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა სარაჩოღლუმ.

  • კიდევ რომელი ცნობილი ადამიანები ფიგურირებენ საქმეში?

გამოძიების ყურადღების ქვეშ, აფრა სარაჩოღლუს გარდა, არაერთი სხვა ცნობილი თურქი მსახიობი, მომღერალი თუ სპორტის წარმომადგენელი მოხვდა.

მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან: არას ბულუთ ინემლი, მელისა შენსოლსუნი, მელის სეზენი, ნილფერი შაჰინკაია, მომღერალი სეფო, ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში და სპორტული ჟურნალისტი იაღიზ საბუნჯუოღლუ.

საქმის ფარგლებში სამართალდამცავებმა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად დაიწყეს მოქმედებები.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ჩხრეკა, ფიგურანტებს ბიოლოგიურ ნიმუშებს აუღებენ და დაკითხავენ. ამის შემდეგ კი პროკურატურა თითოეული მათგანის საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

  • რას ედავებიან ცნობილ ადამიანებს?

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება შეეხება ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების, მათი გამოყენების ხელშეწყობასა და ამისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის ეჭვებს.

ვიდრე მსახიობის საქმე გაირკვევა, თურქეთში ამ მასშტაბურ გამოძიებას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ საქმეში ერთდროულად არაერთი პოპულარული ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის ის მსახიობებიც, რომლებსაც მაყურებელი ბოლო წლების ყველაზე რეიტინგული სერიალებიდან იცნობს.