პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოულოდნელად დახურვას ვიდეომიმართვით ეხმაურება მსახიობი გიორგი ყიფშიძე. მსახიობის ამბობს, რომ მხოლოდ გუშინ საღამოს შეატყობინეს, რომ ბავშვი მეორე დღეს სკოლაში აღარ მიეყვანა, შენობა სარემონტოა და შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.
გიორგი ყიფშიძე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ჩინოვნიკი, რომელიც მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებას ვერ ასრულებს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
"რატომ ბრაზდებიო და აი, გუშინ ვილაპარაკე კვებაზე და ვიღაცები წერდნენ, რომ “სამაგიეროდ, სკოლებია გარემონტებულიო”. გუშინ საღამოს დამირეკეს, პეტრიაშვილზე თქვენი ბავშვი არ მოიყვანოთ ხვალ სკოლაშიო, აღმოჩნდა, რომ სკოლა სარემონტოა და შეიძლება დაენგრეთ თავზე და ახლა გადანაწილდებიან სხვადასხვა სკოლებში.
აი, ეგეთი რაღაცების გამო, როდესაც ვიღაცა ჩინოვნიკი რაღაცას გპირდება და მერე აღმოჩნდება, რომ ეგ ვერ შესრულდა, ეგრევე უნდა მოიხსნას, უნდა მოიხსნას და ახსნა-განმარტებების კორიანტელი უნდა გვაბაროს, რატომ ვერ ქნა ის, რასაც შეგვპირდა, სხვა შემთხვევაში არაფერი გვეშველება. პრემიერ-მინისტრებს მილიონები კარგად აქვთ და... აქ სკოლაზეა საუბარი... ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში, მთელ მთავრობას ეხება ეს..."